სად არის მთავრობის მიერ დაპირებული სწრაფი ტესტები - გახარიას კითხვები აღიზიანებს

გამოქვეყნდა:

საქართველო სწრაფი ტესტების გარეშე დარჩა. პრემიერ მინისტრი ვერ ამბობს როდის ჩამოიტანენ ტესტებს, რომელიც დღეს კორონავირუსთან საბრძოლველად ერთ ერთ აუცილებელ იარაღად ითვლება.

გიორგი გახარიას ამ თემაზე დასმული კითხვები აღიზიანებს და არ პასუხობს სად არის მთავრობის მიერ დაპირებული სწრაფი ტესტები და რატომ ვერ იყენებს მას ხელისუფლება. გიორგი გახარია ამტკიცებს რომ ტესტები ადგილზეა, თუმცა არ ამბობს რამდენი.

საქართველოში უკვე დაფიქსირდა ინფიცირების სამი კერა, როცა ეპიდემიოლოგები პირველწყაროს ვერ ადგენენ. სწორედ ასეთი შემთხვევების გასაკონტროლებლადაა საჭირო ფართომასშტაბიანი ტესტირება

პრემიერისგან განსხვავებით, მმართველი პარტიის გენერალური მდივანი აღიარებს, რომ სწრაფი ტესტები ქვეყანაში არ აქვთ, არც შეკვეთილია და მთავრობა ახლა ეძებს კომპანიას რომელმაც ისინი უნდა მოაწოდოს.

ექსპერტების აზრით საქართველო ახლა ჯანდაცვის მინისტრის შეცდომას იმკის,რომელმაც 200 ათასი ტესტი დიდი ფიქრის შემდეგ, მხოლოდ ერთ ჩინურ კომპანიას შეუკვეთა და არ მოახდინა მომწოდებლების დივერსიფიცირება. ტესტები უვარგისი აღმოჩნდა, საქართველოს კი ალტერნატიული მომწოდებელი არ ჰყავს. 

ამასობაში კი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები მრავალმილიონიან შეკვეთებს აძლევენ ტესტების მწარმოებელ ფარმაცევტულ კომპანიებს.  ტესტი ანტისხეულებზეა დაფუძნებული და მათი საშუალებით კორეამ წარმატებით მოახერხა  ეპიდემიის მოთოკვა. 

სწრაფი ტესტები მარაგები შეზღუდული რაოდენობით აქვთ კატასტროფის მედიცინის ცენტრშიც, სადაც შემოწმებას მსურველებს 150 ლარის სანაცვლოდ უტარებენ. ტესტების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ, მაგრამ განმარტავენ, რომ მათი თვითღირებულება მინიმალურია.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით დეფიციტშია შედარებით უფრო კომპლექსური და ზუსტი კვლევებისთვის ჩასატარებელი მასალებიც.

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია პირველი კერძო ინსტიტუტია, რომელმაც ქვეყანაში კომერციული პისიარ ტესტების გაკეთება დაიწო და ინფიცირების რამდენიმე კერა, მათ შორის ვირუსის ფარული გამავრცელებლებიც გამოავლინა, ანუ ისინი ვისაც სიმპტომები არ ჰქონდა, მაგრამ ვირუსს ავრცელებდა.

ინფექციონისტებისა და ვირუსოლოგების შეფასებით, ახლა დროის დაკარგვა არ შეიძლება და ხელისუფლებამ ოქროს სტანდარტის ტექსტებიც უნდა გამოიყენოს და სწრაფი ტესტებიც

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი