მიშო და გიორგი ახლოურების მამა, მარად ახლოური შვილის, მიშო ახლურის სიკვდილში გამომძიებლებს ადანაშაულებს.
"მთავარ არხთან" ის დეტალურად იხსენებს 5 იანვრის ღამეს და ამბობს, რომ გიორგი ახლოურმა 19 წლის ძმა შემთხვევით მოკლა.
მარად ახლოური ამტკიცებს , რომ დაჭრილ ახალგაზრდას გამომძიებლები ინგოროყვას კლინიკაში დიდხანს კითხავდნენ, რის გამოც სამედიცინო დახმარება დაუგვიანეს და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
"ლაპარაკობდა, რომ ჩამოვიყვანეთ მე გიომ და ჩემმა დის შვილმა. ბავშვი ცოცხალი მოვიყვანეთ. რანაირად, მაშინ, გზაში ხომ დაიღუპებოდა. ექიმებმა თვეს, რომ არ გვაცადესო, ასეთი ინფორმაციაც მივიღე... თავიანთი სამსახურის გამო ბავშვი დაიღუპა, ასე გამოდის, რომ სამსახური შეესრულებინათ გაწირეს", - ამბობს, მარად ახლოური.
ინგოროყვას ექიმი უარყოფს შვილმკვდარი მამის ინფორმაციას და ამბობს, რომ მედიკოსებისთვის მკურნალობის დროს ხელი არავის შეუშლია. მისივე თქმით, პაციენტი შეყვანიდან 7 წუთში საოპერაციო ბლოკში იყო.
მიშო ახლოური 5 იანვრის ღამეს, ცივი იარაღის მიყენებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა. მკვლელობის ბრალდებით, მისივე ძმა დააკავეს.
გამოძიება 109-ე მუხლით მიმდნარეობს. დაკავებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.