დღევანდელი, 9 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 750 გახდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 058 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 529 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 22 პაციენტი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 89 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 64 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,9 მილიონზე მეტი.