პარლამენტი უკვე აღარაა ერთპარტიული - "ოცნება" პარტნიორებს საინფორმაციო წერილს უგზავნის

გამოქვეყნდა:

"ევროპელი სოციალისტები - პირველი ოპოზიციური პარტიაა პარლამენტში" სწორედ ასეთი სათაური აქვს "ქართული ოცნების" საინფორმაციო ბიულეტენს, რომელიც  პარტნიორებს გაეგზავნათ.  წერილი 2021 წლის 5 იანვრით არის დათარიღებული და მასში მმართველი პარტია ამ პარტიის შექმნასა და პარლამენტში შესვლას განუმარტავს.

წერილში "ქართული ოცნება" წერს, რომ პარლამენტი უკვე აღარ არის ერთპარტიული და საკანონმდებლო ორგანოში უკვე არიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, საუბარია "პატრიოტთა ალიანისის" 4 წევრზე, რომლებმაც მანდატებზე უარი არ თქვეს. 

"2021 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ 90 მანდატი მოიპოვა. ოპოზიციას კი საერთო ჯამში 60 მანდატი ერგო. პოლიტიკურმა ოპოზიციამ, მათ შორის პარტია პატრიოტთა ალიანსმა, რომელმაც მე-10 მოწვევის პარლამენტში 4 მანდატი მოიპოვა, არ აღიარა არჩევნების შედეგები და უარი თქვა საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე. მიუხედავად ამისა, პარტიას ცესკო-დან სია არ გამოუწვევია, რაც მიას ნიშნავდა, რომ პარტიიდან სხვა წევრებს შეეძლოთ პარლამენტში შესვლა", - წერია ბიულეტენში. 

"ქართული ოცნება" წერს, რომ არჩევნების შემდეგ ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა პარტიები ენმ, "ევროპული საქართველო", "გირჩი" და "პატრიოტთა ალიანსი" ერთი მეორეს მიყოლებით დაიშალნენ, მმართველი გუნდის აზრით, ამას ორი მთავარი მიზეზი ჰქონდა

"ორი მთავარი მიზეზი პარტიებში არსბული უთანხმოება იყო, პირველი, ოპოზიციაში პროდასავლური გზის არარსებობა და მეორე, პარლამენტში არშესვლით ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ბოიკოტირება. სწორედ ამ ვითარებაში გადაწყვიტეს პატრიოტთა ალიანსის წევრებმა, რომ მანდატებზე უარის თქმა არ სურდათ", - წერია წერილში. 

მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ 4 ახალი წევრის განცხადებებიდან ნათლად ჩანს, რომ პარლამენტში პრორუსული ძალების ადგილი არ არის. 

ოპოზიციაში კი განმარტავენ, რომ ხელისუფლების ეს მცდელობა, რომ პარლამენტი ლეგიტიმურად წარმოადგიონს უსაფუძვლოა, რადგან 4 ოპოზიციონერი საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციას ვერ მოუტანს. გარდა ამისა, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლება მიზანმიმართულად აჭიანურებს სხვა პარტიებისთვის მანდატების შეჩერების პროცედურას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა "პატრიოტთა ალიანსის" სამი წევრის, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეებისთვის დეპუტატის უფლებამოსილების საკითხს კენჭი 5 იანვარს უყარა. ფროდონ ინჯიამ პარლამენტში შესვლასთან ერთად პარტია დატოვა და განაცხადა, რომ ახალ გაერთიანებას, "ევროპელ სოციალისტებს" ქმნის. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი