გაფიცვის შემდეგ ფოსტიდან გათავისუფლებული 11 კურიერის ინტერესს ადამიანის უფლებათა ცენტრი დაიცავს

გამოქვეყნდა:

საქართველოს ფოსტამ 11 თანამშრომელი მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც გაფიცულმა კურიერებმა სამუშაო პირობებზე "მთავარ არხთან" ისაუბრეს. 

გადაწყვეტილების მიზეზად გაფიცვა და ფოსტის რეპუტაციის შელახვა დასახელდა.

გათავისუფლებულმა თნამშრომლებმა დახმარების თხოვნით ადამიანის უფლებათა ცენტრს უკვე მიმართეს. 

"საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ცენტრი მზადაა ჩაერთოს საქმეში და წარმოადგინოს მათი ინტერესები. დარღვეულია მათი გაფიცვის უფლება", - ამბობს იურისტი, ლექსო მერებაშვილი.

საქართველოს ფოსტის გორის სერვისცენტრის ხელმძღვანელი, ლანა ხაჩიძე მედიასთან არ საუბრობს , თუმცა ადასტურებს, რომ საკურიერო მომსახურება შეფერხებულია. 

ცნობისთვის, ფოსტის კურიერები 5 იანვარს, ხელფასის მომატების და ჯანმრთელობის დაზღვევის მოთხოვნით გაიფიცნენ. ისინი ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში, მიზერულ ანაზღაურებაზე უწევთ მუშაობა, იმ ფონზე რომ მათი საქმე 40%-ით გაზრდილია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი