მოძრაობა ჰუმანურობისთვის - ციხეებისკენ, სოლიდარობის მიზნით, ავტომსვლელობა დაიწყო

გამოქვეყნდა:

მოძრაობა ჰუმანურობისთვის - საყვირებითა და შეძახილებით ავტომსვლელობა სასჯელაღსრულებების დაწესებულებების მიმართულებით ცოტა ხნის წინ დაიწყო.

აქციის მონაწილეები ამ ფორმით გამოხატავენ სოლიდარობას იმ მსჯავრდებულების მიმართ, რომლებიც ამნისტიის მუხლების გაფართოვების მოთხოვნით ციხეებში შიმშილობენ და იქაურ უკონტროლო ეპიდვითარებას აპროტესტებენ.

"პირადად თალაკვაძე შეგვპირდა მოშიმშილე დედებს, რომ აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნებოდა. არის კანონპროექტი, მე-10 მოწვევის პარლამენტი განიხილავს და იქნება საყოველთაო ამნისტია - ეს იყო დაპირება, მაგრამ არ მოხდა. შერჩევითია ამნისტია", - ამბობს ერთერთი პატიმრის ოჯახის წევრი.

უფლებადამცველებიც ფიქრობენ, რომ "აუცილებელია, ქალ მსჯავრდებულებს და არასრულწლოვნებს მიეცეთ შეღავათი 1/4-ის მოკლებით".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი