სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსჯავრდებულთა პროტესტი გრძელდება - პატიმრები ამნისტიის მოთხოვნით მესამე დღეა შიმშილობენ.
ისინი ამტკიცებენ, რომ ამნისტიის კანონპროექტი შერჩევითია; ამასთან, ფიქრობენ, რომ ციხეებში მძიმე ვითარებაა, რადგან ადმინისტრაცია პანდემიას ვერ უმკლავდება
"ვითხოვთ იმას, რაც ისედაც ეკუთვნით პატიმრებს. აუცილებელია, ქალ მსჯავრდებულებს და არასრულწლოვნებს მიეცეთ შეღავათი 1/4-ის მოკლებით. გარდა ამისა, ციხეებში გავრცელებულია ვირუსი, ადამიანები იცოხებიან, ხოლო ხელისუფლება მალავს ინფორმაციას", - ამბობს ადვოკატი, ალექსანდრე კაპანაძე
"რაც პანდემია გამოცხადდა, ჩვენი რეკომენდაცია იყო, მიეღოთ ამნისტიის შესახებ კანონი, რომლითაც მოხდებოდა მასობრივი გათავისუფლება პენიტენციური დაწესებულებებიდან. ის უნდა შეხებოდათ მეტწილად ქალებს და არასრულწლოვნებს, მაგრამ მიღებული კანონპროექტი ვხედავთ, რომ მათ არ ეხებათ და შერჩევითია", - თქვა უფლებადამცველმა, ეკა ქობესაშვილმა
ციხეების მძიმე ეპიდევითარებაზე არასამთავრობო ორგანიზაციებიც საუბრობენ - მათი თქმით, პატიმრებს ელემენტარული ჰიგიენური საშუალებებიც კი არ აქვთ.
ცნობისთვის, პატიმრების გარდა, პროტესტს განაგრძნობენ მათი ოჯახის წევრებიც; ისინი დღეს სხვადსხვა ციხეებთან მსვლელობით მივლენ და მოშიმშილეებს სოლიდარობას გამოუცხადებენ.