გელათის სამონასტრო კომპლექსი რთულ მდგომარეობაშია, გადახურვის სამუშაობეის არასათანადო ხარისხით ჩატარების გამო, შესაძლოა, ზერელედ ჩატარებული სამუშაოები კომპლექსისთვის საბედისწეროც კი აღმოჩნდეს, - ამაზე მიანიშნებს იტალიელი არქიტექტორის მიერ ხელმოწერილი დასკვნა, რომელიც ნიკა ვაჩეიშვილმა გამოაქვეყნა.
ნიკა ვაჩეიშვილის განცხადებით, ძეგლთა დაცვის სააგენტო დასავლელ კოლეგებს უმალავს გელათში არსებულ რეალუირ მდგომარეობას, სააგენტოში კი ამბობენ, რომ არაფერს მალავენ და რეკომენდაციებს ასრულებენ, ხოლო ნიკა ვაჩეიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ფრაგმენტთან დაკავშირებით ამბობენ, რომ არ იციან ამ იტალიელი არქიტექტორის, ანუ წერილის ავტორის ვინაობა და კომენტარს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებენ, რაც მისი ვინაობა გახდება ცნობილი.
"სავალალო სურათია, დროზე უნდა გადაიხუროს, სანამ გვიან არ არის, ფაქტი სახეზეა, რომ ხელისუფლება დასავლელ კოლეგებს უმალავს რეალურ სურათს და ახლა ძეგლთა დაცვის სააგენტომ უნდა გამოიჩინოს ფხა, სანამ უხვი ნალექი მოვა და მდგომარეობა გართულდება", -ამბობს ნიკა ვაჩეიშვილი, ძეგლთა დაცვის სააგენტოს ყოფილი ხხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი.
ამავე დროს, ნიკა ვაჩეიშვილი ჯერ არ ასახელებს ექსპერტთა ჯგუფს, რომელმაც გელათის სამონასტრო კომპლექსის გადახურვისას დაშვებული შეცდომების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა.
ძეგლთა დაცვის სააგენტოში ამ წერილს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ გელათის სამონსატრო კომპლექსს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
შეგახსენებთ, გელათის სამონასტრო კომპლექსი დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვადროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. არის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის და საქართველოს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი.
ამჟამად რომ კომპლექსი სავალალო მდგომარეობაშია, 2020 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული კვლევაც ადასტურებს.
საერთაშორისო საბჭოს ეროვნული კომიტეტის დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ არასათანადოდ და უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო, გელათში არსებულ მდგოამრეობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს.