რაგბის კავშირი პრეზიდენტის გარეშე - მორაგბეთა ბრძოლა თანამდებობისთვის

გამოქვეყნდა:

ირაკლი აბუსერიძის სასარგებლოდ დასრულებული არჩევნები, რაგბის კავშირში ორ ბანაკს შორის დაპირისპირების ახალი მიზეზი. ბრძოლა თანამდებობისთვის არჩეულ და უფლებამოსილება შეჩერებულ პრეზიდენტსა და პრეზიდენტობის მსურველ კანდიდატებს შორის ისევ გრძელდება.

არჩევნებში გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში ირაკლი აბუსერიძეს საჯარო რეესტრმა უფლებამოსილება შეუჩერა. უწყების გადაწყვეტილებას არაკანონიერს უწოდებს აბუსერიძე და განმეორებითი არჩევნების ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს. მიუხედავად მისი პოზიციისა, რაგბის კავშირის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ 30 დეკემბერს გამართული არჩევნები ვადების დარღვევით ჩატარდა. 

აბუსერიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების მიზეზი, მისი კონკურენტის საჯარო რეესტრში, ბაჩო ხურციძის მიერ შეტანილი განცხადება გახდა. რაგბის კავშირის პრეზიდენტობის უკვე ყოფილი კანდიდატი, ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს სვამს და ახალ რეგისტრაციას და შესაბამისად ახალი მაღალი ლეგიტიმაციის არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

ირაკლი აბუსერიძესა და ბაჩო ხურციძესთან ერთად რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის გოჩა სვანიძეც იბრძოდა. სპორტსმენები კანდიდატების მსგავსად დარღვევებსა და კლუბების ხელმძღვანელების მისამართით ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ. მათი თქმით, "ქართული ოცნების" მოქმედი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე დაშინებისა და მუქარის გამო მუნიციპალურ კლუბებს, რომლებიც მთლიანად სახელმწიფოსგან ფინანსდება მონაწილეობა არ მიუღიათ, ვეტერანი მორაგბეები ამის მიზეზად მათზე მომხდარ ზეწოლას ასახელებენ.

ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება სქართველო-რუსეთის მატჩამდე, რაგბის სამყარო შიდა არეულობის გარკვევასა და ახალი გამოწვევების წინაშეა. თითქმის ერთ წლიანი უპრეზიდენტობის შემდეგ რაგბის კავშირი კვლავ ხელმძღანელის გარეშეა დარჩენილი. რითი დასრულდება ორ ბანაკს შორის არსებული დაპირისპირება სავარაუდოდ უკვე სასამართლო გადაწყვეტს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი