სიცრუეა, რომ პატიმარს ციხის ადმინისტრაცია ამნისტიას დაჰპირდა - პენიტენციური

გამოქვეყნდა:

სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ მსჯავრდებული კახა შონიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათივე თქმით, პატიმრისთვის ციხის ადმინისტრაციას არ მიუცია პირობა, რომ ამინისტია შეეხებოდა.

"2020 წლის 9 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს N17 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულ კ. შ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, არის უგონო მდგომარეობაში, მას არ ექცევა სათანადო ყურადღება. ამასთან, ითქვა, თითქოს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიზეზით, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია მსჯავრდებულს დაპირდა, რომ მას ამნისტია შეეხებოდა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე. დაწესებულების ადმინისტრაცია ვერანაირად ვერ გასცემდა მსგავსი სახის დაპირებას", -  ნათქვამია განცხადებაში

პენიტერციურის ცნობით, მსჯავრდებულს რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახთან სატელეფონო კომუნიკაცია არ ჰქონია და თვლიან, რომ მათი "შეშფოთება" ამ ფაქტმა გამოიწვია. 

"რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, მსჯავრდებულს ნამდვილად აქვს ქრონიკული დაავადება, თუმცა მისი მდგომარეობა არის სტაბილური, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეტიც, ამ ეტაპზე იგი არანაირ ჩივილებს არ წარმოადგენს. როგორც ირკვევა, მსჯავრდებულს რამდენიმე დღის განმავლობაში არ ჰქონია სატელეფონო კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან და როგორც ჩანს, სწორედ ამან გამოიწვია მათი შეშფოთება", - წერია განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ რუსთავის მე-17 დაწესებულების პატიმარი, კახა შონია ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებდა. 

ცნობისთვის, მსჯავრდებული საქართველოს სსკ 179-ე მუხლით (ყაჩაღობა) 2014 წლიდან იხდის სასჯელს. მას აქვს სხვადასხვა სახის თანმხლები დაავადებები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი