საქართველოში COVID-19-ით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 10 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 773 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში დამატებით 1 143 ადამიანი დაინფიცირდა; 617 პირი გამოჯანმრთელდა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 239 229 
  • გამოჯანმრთელებულია - 225 335 
  • გარდაცვლილია -  2 773 
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 11 155, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 6 758, PCR ტესტით - 4 397
  • კარანტინის რეჟიმში - 452
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 894
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 746

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 90 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 64 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,9 მილიონზე მეტი.

აქვე შეგიძლიათ ნახოთ შემაჯემებელი სტატია და თვალი გადაავლოთ, თუ რა გზა გაიარა საქართველომ და მსოფლიომ 2020 წელს კორონავირუსთან ერთად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი