მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 90 მილიონს გადააჭარბა და ამჟამინდელი მონაცემებით ეს რიცხვი 90 086 549-ს აღწევს.
ინფიცირებულთაგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 64 მილიონი ადამიანი (64 482 717), 1.9 მილიონზე მეტი კი გარდაიცვალა (1 934 939).
ამ დროისთვის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 23 მილიონს აღწევს, საიდანაც კრიტიკულად მძიმე 108 000-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
აქვე შეგიძლიათ ნახოთ შემაჯემებელი სტატია და თვალი გადაავლოთ, თუ რა გზა გაიარა საქართველომ და მსოფლიომ 2020 წელს კორონავირუსთან ერთად.