ახმეტაში, კომენდანტის საათის დროს, 35 წლის კაცი დაჭრეს - დაზარალებული მართვით სუნთქვაზეა

გამოქვეყნდა:

ახმეტაში, ალაზნის ქუჩაზე, კომენდანტის საათის დადგომის შემდეგ 35 წლის კაცი დაჭრეს. ფიზიკური დაპირისპირება ერთერთ სუფრაზე, ყოფით ნიადაგზე დაწყებულ სიტყვიერ შელაპარაკებას მოჰყვა. 

დაჭრილი თავდაპირველად ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მდგომარების სიმძიმიდან გამომდინარე, მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციაში აგრძელებს მკურნალობას. 

"აღნიშნებოდა რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის ნიშნები. კერძოd, გულმკერდში ორი ცეცხლსასროლი ჭრილობა, გამჭოლი ჭრილობა იყო, ასევე თავის მარცხენა თხემის არეში გამჭოლი ჭრილობა. იყო უკიდურესად მძიმე მდგომაროებაში", - ამბობს ვასო გოტაძე, რეანიმატოლოგი. 

შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს, უკვე დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი