დემოკრატიული პარტია ტრამპის იმპიჩმენტის პროცესს ხელმეორედ იწყებს

გამოქვეყნდა:

აშშ-ს დემოკრატიული პარტია დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესს ხელმეორედ იწყებს - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

დემოკრატი კონგრესმენები იმპიჩმენტისთვის საჭირო რეზოლუციას წარმომადგენელთა პალატაში 11 იანვარს წარადგენენ.

რეზოლუციის მიხედვით პოლიტიკური ოპონენტები თეთრი სახლის ლიდერს არჩვენების შედგების გაუქმებისა და ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობაში ადანაშაულებენ. რეზოლუციაში ასევე საუბარია 6 იანვრს ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის აღბაზეც.

ამერიკის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა როდესაც კონგრესი მოქემდი პრეზიდნეტის იმპიჩმენტის საკითხს ხელმეორედ განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონში ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი. მას დონალდ ტრამი არ დაესწრება.

 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი