ხელვაჩაურში, 10-მდე ოჯახი სამი თვეა ხიდის აღდგენას ელოდება

გამოქვეყნდა:

მესამე თვეა სოფელ ზანაქიძეებში მცხოვრები 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია. ხელვაჩაურში სამი თვის წინ მოვარდნილმა სტიქიამ სოფლის ერთ უბანთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი დაანგრია. თუმცა, პრობლემით ადგილობრივი ხელისუფლება ამ დრომდე არ დაინტერესებულა. მიუხედავად იმისა, რომ ათობით ოჯახი ოქტომბრის შემდეგ ცენტრალურ გზას მოწყვეტილია. 

რეალობას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ სასწრაფო სამედიცინო და სახანძრო დახმარების ჯგუფები არარსებული ხიდის გამო, ადამიანებთან დასახმარებლად ვეღარ მიდიან, სწორედ ამიტომ ადგილობრივები იძულებულნი არიან კლინიკამდე საკუთარი ძალებით მივიდნენ.

ხელვაჩაურის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი მიშა ბოლქვაძე ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, სარეზერვო ფონდიდან დროულად მოხდეს ხიდის რეაბილიტაცია.

მას შემდეგ, რაც ჩანგრეული ხიდის პრობლემით "მთავარი არხი" დაინტერესდა ადგილობრივმა ხელისუფლებამ პასუხის გაცემა ინება.

გვითხრეს, რომ ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ხიდის ხელახლა აშენებისთვის თანხებიც მოძიებული. თუმცა, რას ელოდებოდა მუნიციპალიტეტი სამი თვის განმავლობაში ამაზე მერიაში პასუხი არ აქვთ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი პირობას დებს, რომ ხიდის მშენებლობა უახლოეს მომავლში მოხდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი