თელავის მერიამ "მთავარ არხზე" გასული რეპორტაჟის შემდეგ ძვირადღირებული საახალწლო ილუმინაციების შეძენაზე უარი თქვა და პროექტზე განკუთვნილი ათობით ათასი ლარით სოციალურად დაუცველებს საახალწლო ნუგბარი უყიდა.
ერთჯერადი დახმარება შიმშლისთვის განწირული ადამიანებისთვის დიდი არაფერი შეღავათი არ ყოფილა. ეს საჩუქარიც კი ყველა ადამიანმა ვერ მიიღო
მხოლოდ ილუმინაციებისა და დეკორაციის შესაძენად ქართულმა ოცნებამ ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი გამოყო.
თელავის მერიაში ადასტურებენ რომ სოციალური პაკეტი რომელიც მათ გაჭირვებულ ოჯახებს გადასცეს მინიმალურია, თუმცა რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება ერთჯერადი დახმარებების გარდა, ასეთი ოჯახების ხელშესაწყობად ამაზე მუნიციპალიტეტში პასუხი არ აქვთ.
პანდემიის პარალელურად, თელავის სოფლებში შიმშილსაც ებრძვიან. მათ არავინ ეხმარება და თუ ეხმარება, ისიც ერთჯერადად, რაც სოციალურად დაუცველებს პრობლემებს მხოლოდ რამდენიმე დღით ავიწყებს.
ავტორი: ია გულიაშვილი