სტატუსშეჩერებული სტუდენტები-უმუშევრად დარჩენილი ახალგაზრდები სწავლის ფულს ვეღარ იხდიან

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო პეტიციების პორტალზე მარტივად იძებნება იმ 60-მდე სტატუსშეჩერებული სტუდენტის  მოთხოვნა, რომლებიც კორონაპანდემიის გამო სამსახურის გარეშე დარჩნენ და სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, სტატუსის შეჩერება მოუწიათ.

პეტიციას დღეისთვის 100 ათასზე მეტი სტუდენტი აწერს ხელს მაგრამ ჩხენკელის უწყება, არც საპროტესტო აქციებზე რეაგირებს და არც პეტიციაზე.

განათლების გარეშე დარჩენილი ახალგაზრდები სწავლის საფასურის განახევრებას უნივერსიტეტების რექტორებისგან მოითხოვენ და ამაში დახმარებას მთავრობის მეთაურს სთხოვენ. 

საქართველო სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობით ისტორიულ მაქსიმუმზეა.

60-მდე სტატუსშეჩერებული კი ყოველდღიურად ელოდება ფინანსური პრობლემის მოგვარებას, თუმცა უშედეგოდ.

ფინანსური დავალიანების გამო უნივერსიტეტების შინაგანაწესებიდან გამომდინარე, სტუდენტებს არ ეძლვბათ შესაძლებლობა დაესწრონ გამოცდებს.

"სტუდენტურმა ომბუდსმენმა" ჯერ კიდევ მარტში მიმართა მთავრობის ადმინისტრაციას წერილით, რომ პანდემიის გამოო სტუდენტების სწავლის შეწყვეტა უწევდათ, თუმცა ხელისუფლებას რეაგირება არ ჰქონია და ის ახალგაზრდებიც კი დაივიწყა, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ეხმარებოდნენ.

ანა დოლიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ერთპარტიული პარლამენტის არცერთ წევრი არ შეხვედრია იმ სტუდენტებს, რომლებსაც პრობლემები ამ დრომდე აქვთ.

სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბოლო მონაცემებით:

  • სტატუსი 76172 სტუდენტს აქვს შეჩერებული.
  • მათგან 45924 სწავლობს სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • ხოლო 30248 - კერძოში.
მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი