დღევანდელი, 11 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 796 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში ვირუსით დამატებით 551 ადამიანი ინფიცირდა; 880 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 90 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 64 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,9 მილიონზე მეტი.
აქვე შეგიძლიათ ნახოთ შემაჯემებელი სტატია და თვალი გადაავლოთ, თუ რა გზა გაიარა საქართველომ და მსოფლიომ 2020 წელს კორონავირუსთან ერთად.