ბიძინა ივანიშვილმა ისტორიული კვალი დატოვა ქართულ პოლიტიკაში – ანრი ოხანაშვილი

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელი, ერთპარტიული პარლამენტის წევრები, "ოცნების" ლიდერის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის წერილი, ყველა კითხვას პასუხს ცემს. 

ანრი ოხანაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში მუდმივად დარჩენა მიზნად არ ჰქონია, ის დემოკრატიული ლიდერია და ქართულ პოლიტიკაზე ისტორიული კვალი დატოვა.

"ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადება, პასუხობს ყველა იმ საკითხს, თუ რატომ შემოვიდა ის პოლიტიკაში, რა მიზანი ჰქონდა მას პოლიტიკაში შემოსვლით და ის, რომ მას არასდროს არ ჰქონია მიზნად დასახული პოლიტიკაში მუდმივად დარჩენა, ეს არ არის დემოკრატიული ლიდერის თვისება, როდესაც მას აქვს ამბიცია მუდმივად დარჩეს პოლიტიკაში, ეს არის ავტოკრატიისკენ და ტირანიისკენ მიმართული მიდგომა, მუდმივად დარჩეს ხელისუფლებაში, რა არაჯანსაღი ამბიციაც ჰქონდა 2012 წლამდე არსებულ ხელისუფლებას და მათ ლიდერებს. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დიდი და ისტორიული კვალი დატოვა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ამას შეაფასებს ჩვენი საზოგადოება ეტაპობრივად."  –ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თამვჯდომარე ანრი ოხანაშვილი

სავარაუდოდ დღეს, "ოცნებაში" გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც  განიხილავენ ვინ დაიკავებს პარტიის თავმჯდომარის პოსტს.

ბიძინა ივანიშვილი "ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან ისევ მიდის.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი