ირაკლი აბესაძე: პოლიტიკოსი ბიძინა გაურბის პოლიტიკურ კრიზისს, ბიზნესმენი - ეკონომიკურს

გამოქვეყნდა:

ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში დეტალურად აღწერს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ პოლიტიკოსი ბიძინა პოლიტიკურ კრიზისს გაურბის, ბიზნესმენი კი ეკონომიკურს. 

"როგორ და სად მიდის ბიძინა? პოლიტიკოსი ბიძინა გაურბის პასუხისმგებლობას პოლიტიკურ კრიზისზე და ბიზნესმენი (ოლიგარქი) ივანიშვილი გაურბის პასუხისმგებლობას უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისსა და სიღარიბეზე... ქვეყნის ,,პატრონი” ოლიგარქის მესიჯი, რომ ამ ქვეყანაში ის ბიზნესს აღარ აწარმოებს, რა თქმა უნდა ძალიან მძიმე მესიჯია ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის...", - წერს ირაკლი აბესაძე. 

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს პოლიტიკა კიდე ერთხელ დატოვა და გამოსამშვიდობებელი, ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. 

აქ შეგიძლიათ ნახოთ ბიძინა ივანიშვილის მონაცვლეობით დაკავებული, დატოვებული და ხელმეორედ დაკავებული თანამდებობები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი