საქართველოში ვაქცინაცია, სავარაუდოდ თებერვალში უნდა დაიწყოს, თუმცა ხელისუფლებას ამ დრომდე არც გეგმა წარმოუდგენია და არც ისაა ცნობილი, თუ რომელ ვაქცინას შეიძენს საქართველო.
ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის, თენგიზ ცერცვაძის, ინფორმაციით, შესაძლოა ერთერთი კანდიდატი ჩინური ვაქცინა იყოს, რაც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მტკიცებით, ეფექტური არ იქნება.
"ლაპარაკია ორი ვაქცინის შემოტანაზე ჩვენთან, “ასტრაზენეკასი” და ერთერთი ჩინურის. ჩინეთს აქვს ხუთი ვაქცინა და ერთ-ერთზე არის ლაპარაკი. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ჩინური ვაქცინის რეიტინგი საკმაოდ მაღალია. ჩინურ ვაქცინას მაღალი ნდობა აქვს, სხვა თუ არაფერი იქ გაჩნდა ეს ინფექცია და მათ ყველაზე კარგად იციან ამ ვირუსის სტრუქტურა და მისი თავისებურებები და სულ არ გამიკვირდება, რომ ჩინურმა ვაქცინამ ყველას აჯობოს", — თქვა ცერცვაძემ "ფორმულასთან".
ექსპერტები მთავრობას მაღალი სანდოობის მქონე ვაქცინის შეძენას ურჩევენ, როგორებსაც AstraZeneca, Pfizer, Moderna აწარმოებენ.
შეგახსენებთ ბოლო კოვიდსტატისტიკას: