რამდენიმე დღეში შესაძლებელია შემოვიდეს Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინა - ჩალაძე მთავრობას დახმარებას სთავაზობს

გამოქვეყნდა:

გენეტიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებელი, გიორგი ჩალაძე, მთავრობას კოვიდვაქცინის ჩამოტანასა და დისტრიბუციაში დახმარებას სთავაზობს და ამბობს, რომ მას შეუძლია Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინა სულ რამდენიმე დღეში ჩამოიტანოს და მთელ საქართველოში გაავრცელოს.

"იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი ხალხის სიცოცხლე და ჯანრმთელობა გადავარჩინოთ, ჩენ მზად ვართ და გვაქვს შესაძლებლობა უზრუნველვყოთ, როგორც საუკეთესო ვაქცინის ჩამოტანა, ასევე ადმინისტრირება ადამიანებში. სულ რამდენიმე დღეში შესაძლებელია საქართველოში შემოვიდეს Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინა და მივიტანოთ ნებისმიერ მაღალმთიან სოფელშიც კი, ავცრათ ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე ისე, როგორც იცრებიან ამერიკის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მოქალაქეები", - ამბობს გიორგი ჩალაძე. 

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა მოსახლეობა ატყუებს და სინამდვილეში მათაც გააჩნიათ ვაქცინის ჩამოტანისა და შენახვის საშუალება, რადგან "Pfizer-ის ვაქცინას არ სჭირდება მუდმივად - 86 გრადუსზე შენახვა, საკმარისია 5 დღის განმავლობაში ვაქცინა შენახული იყოს სამაცივრე ტემპერატურაზე". 

როგორ მუშაობს კორონავირუსის ვაქცინა შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი