საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ ბრიფინგზე ნათია თურნავა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა.
"პოლიტიკაში მოსვლის და პოლიტიკიდან წასვლის პროცესი იყო პოლიტიკური ქველმოქმედების აქტი. ის მოვიდა, როცა ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა... ბატონი ბიძინა მიდის და ამით ადასტურებს რომ მისი მთავარი სწრაფვა, ამოცანა, ძალაუფლების მოხვეჭა კი არ იყო, არამედ ის, რომ შეექმნა სტაბილური გარანტიები იმისა, რომ რევანში შეუძლებელია და საქართველოს საზოგადოება საკმაოდ მომწიფებულია დემოკრატიული, სტაბილური, ევოლუციური განვითარების გზით იაროს. იშვიათი პრეცედენტია მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში", - ამბობს თურნავა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა "ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას დატოვა და პოლიტიკიდან ისევ წავიდა.