პასუხისმგებლობას აღარაფერზე აგებს, მაგრამ აკონტროლებს ყველაფერს - უგულავა ივანიშვილზე

გამოქვეყნდა:

გადაცემაში "დღის სტუმარი" ევროპული საქართველოს წარმომადგენელი გიგი უგულავა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ნიშნავს იმას, რომ ამიერიდან ოლიგარქი პასუხისმგებლობას აღარაფერზე აგებს, მაგრამ რჩება მაკონტროლებლის პოზიციაზე. 

"რა სტანდარტი შექმნა ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში ყოფნისას? ერთადერთი რითაც საქართველო დღეს არის გამორჩეული - ჩვენ გვაქვს არაფორმალური მმართველობა, ჩვენ გვყავს ოლიგარქი, რომელიც პასუხისმგებლობას აღარაფერზე აგებს, მაგრამ აკონტროლებს ყველაფერს. მას ჰყავს ჯიბის პარლამენტი, რომელსაც როცა უნდა ვირს თუ შეიყვან ზებრად გიკურთხებს, მას ყავს ჯიბის პროკურორი, რომელიც ვისაც გინდა, როდესაც გინდა მაშინ დაგიჭერს და მონსტრების კორპორაცია სასამართლოს ნაცვლად - ეს არის ბიძინა ივანიშვილის რეალობა" - ამბობს გიგი უგულავა. 

ხოლო რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნაზე, პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი გაუმართლებელი და დამღუპველია. 

"კობახიძე არის ადამიანი, რომელსაც არანაირი მუხრუჭი არ აქვს. კობახიძე არაფერი არაა თავისთავად, მხოლოდ სიგნალია... რომ უთხრა ჩაიხადე და გაიარე რუსთაველზეო გაივლის. აი ასეთ ხალხს გინიშნავს პარტიის თავჯდომარედ", - თქვა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა "ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას დატოვა და პოლიტიკიდან ისევ წავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი