გაბუნიას თქმით, ქვეყანაში ჩინური ვაქცინის შემოტანა არ განიხილება

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, ვაქცინის შემოტანის საკითხსა და სავარაუდო კანდიდატებზე საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა. 

"საქართველო ვაქცინაციის პროგრამისთვის ამ ეტაპზე განიხილავს მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომელთაც აქვთ მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაცია... ამ ეტაპზე არც ერთი ჩინური ვაქცინა არც მკაცრი მარეგულირებლის მიერ არაა აღიარებული, არც ჯანმოს მიერ. ამდენად, ჩვენ რასაც განხივილავთ არის ფაიზერი, ასტრაზენეკა და მოდერნა. 3 დიდ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ინფრასტრუქტურული მზაობა გვაქვს, -80 გრადუსიანი მაცივრები, სადაც შესაძლებელია ვაქცინების შენახვა. დაახლოებით $23 000 დოლარია 1 მაცივრის ღირებულება, დამატება თუ დაგვჭირდა, შევიძენთ ", - ამბობს გაბუნია.

შეგახსენებთ, ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ ჩინური ვაქცინა "ხელწამოსაკრავი" არ არის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი