
ოლიგარქი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის წერილს "ქართული ოცნების" თავმჯდომარეობიდან მისი წასვლის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ოლიგარქის წერილის იმ ნაწილზეც აკეთებს აქცენტს, სადაც ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე მიანიშნებს.
"ახლა ის ჰყვება იმაზე, რომ თურმე 2012 წლის არჩევვები გაყალბდა. კი მაგრამ, თუ გაყალბდა, ხელისუფლება რანაირად გადაეცა მას? და ჰყვება, რომ ახლა არჩევნები კარგად ჩატარდა, რომელიც მან წააგო და იმის მაგივრად, გადაეცა გამარჯვებული ოპოზიციური კოალიციისთვის ხელისუფლება, ჩაიდო ჯიბეში და თურმე ესენი არ გაყალბებულა...", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილი თავის გამოსამშვიდობებელ წერილში წერს:
"დღეს, ზოგიერთები ურცხვად თავს იწონებენ, რომ თურმე მაშინ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდა, რაც, როგორც ყოველთვის, სიცრუე და ცინიზმია. სინამდვილეში, 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ომში გაიმარჯვა და იძულებით, საკუთარი მომხრეების სიმრავლით და დემოკრატიული გზით დაათმობინა მოძალადე მმართველ გუნდს წლების განმავლობაში მიტაცებული ხელისუფლება".