"ოცნება" მიდის "ოცნებიდან" - გია ხუხაშვილი ივანიშვილის წასვლაზე

გამოქვეყნდა:

გადაცემაში "დღის სტუმარი" პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლით "ოცნებიდან" თავად "ოცნება" მიდის და მიიჩნევს, რომ კობახიძეს პარტიის შიგნით არანაირი ავტორიტეტი არ გააჩნია და ივანიშვილმა ის მხოლოდ თავის მარიონეტად დატოვა. 

"პარადოქული სიტუაცია არის შექმნილი. თუ ბიძინა ივანშვილი ნამდვილად მიდის "ქართული ოცნებიდან" ეს ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნება" მიდის "ქართული ოცნებიდან". ირაკლი კობახიძე პარტიის შიგნით მეტად ეზიზღებათ, ვიდრე მის პოლიტიკურ ოპონენტებს. თქვენ რა გგონიათ, ირაკლი კობახიძეს ავტორიტეტი აქვს პარტიის შიგნით? აქტივს არ უყვარს კობახიძე, აქტივი ფიქრობს, რომ ივანიშვილი მორიგ ტრიუკს ატარებს, ანუ ის რეალურად კი არ მიდის პოლიტიკიდან, ის უბრალოდ გადადის ჩრდილში და კობახიძე რჩება მის მარიონეტად", - ამბობს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა "ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას დატოვა და პოლიტიკიდან ისევ წავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი