ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე დაასახელა ის აქტივობები, რომლებიც ეპიდმიოლოგიურად მაღალი რისკის მატარებელია.
"გამოცდილება და სხვა ქვეყების რისკის შეფასების მაჩვენებელი მიუთითებს, რომ საზოგადოებრივი ტრანპორტი მაღალი რისკის მატარებელია, ასევე საზოგადოებრივი კვების ობიექტები და საგანმანათლებლო დაწესებულებებიც, მათ შორის, სკოლები. როგორც დავიწყეთ შეზღუდვების დაწესება, იგივე თანმიმდევრობით არის რეკომენდებული უკან დავბრუნდეთ და ყველაზე ადრე გაიხსნას ის დაწესებულება, რომელიც ნაკლები რისკის მატარებელია და ამავე დროს არის მაქსიმალურად აუცილებელი ბაზისური სოციალური საქმიანობისთვის" , - ამბობს გაბუნია.
ცნობისთვის, არსებული შეზღუდვები 1 თებერვლამდე გახანგრძლივდება - მთავრობის გადაწყვეტილება.