თავისუფალი მედია, სასამართლო, არჩევნები – თალაკვაძე ივანიშვილის ლიდერობით მიღწეულ პროგრესზე

გამოქვეყნდა:

 პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ, მის საქმიანობებზე ისაუბრა და თქვა, რომ ივანიშვილმა ქვეყანა დემოკრატიულად გააძლიერა და მისი მიღწევებია, თავისუფალი მედია, კონკურენტული არცევნები, სასამართლოს რეფრომა, დაცული საკუთრების უფლება, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება.

"მან ძალიან საინტერესო წერილი გამოაქვეყნა, სადაც სრულად საუბრობს იმ არგუმენტაციაზე რითაც იხელმძღვანელა ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტში, მე მსურს ადამიანურად მადლობა გადავუხადო მას გაწეული საქმიანობისთვის, სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, "ქართულმა ოცნებამ" და ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ამ წლების განმავლობაში ძალიან მნიშნველოვანი პროგრესის უზრუნველყოფა, ყველა იმ მიმართულებით, რომელიც დემოკრატიულ, განვითარებულ, ქვეყნებს ახასიათებს. დავიწყებდი დემოკრატიის კონსოლიდაციით, დემოკრატიის გაძლიერებით, ეს იყო საკონსტიტუციო რეფორმა, ეს იყო თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები, ეს იყო ინსტიტუციური რეფორმები, რომლის შედეგადაც, ხელისუფლების შტოებს შორის, ფუნქციები გაიმიჯნა. მეორე მნიშნველოვანი მიმართულება, სადაც ქვეყანას აქვს მნიშნველოვანი პროგრესი, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა, დაწყებული პენიტენციური სისტემის რეფორმიდან, გაგრძელებული რეფორმებით, რომელიც ეხებოდა მედიის თავისუფლებას, სასამართლოს, აზრის გამოხატვის თავისუფლებას. ამ მიმართულებებით საერთაშორისო შეფასებებით საქართველოს აქვს პროგრესი. შემდეგი ეს არის ბიზნესის თავისუფლება და საკუთრების უფლების დაცვა, რომელიც იყო პრობლემური წინა ხელისუფლების, დღეს ბიზნესი არის თავისუფალი. ჩვენ ამ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით შევძელით, პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის გატარება, საქართველომ მიაღწია უვიზო რეჟიმს, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, ასოცირების ხელშეკრულებას, მიზანი გვაქვს მოვითხოვოთ ევროკავშირში გაწევრიანება, საქართველო გახდა საიმედო პარტნიორი აშშ–სა და ევროკაშირისთვის. განვითარდა ინფრასტრუქტურა, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, უპრეცედენტო პროექტები განხროციელდა. ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა დაკისრებული პასუხისმგებლობა გააგრძელოს." – ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძემ ასევე თქვა, რომ უახლოეს პერიოდში "ოცნება" ჩაატარებს პოლიტსაბჭოს სხდომას, შემდგომ კი შედგება პარტიის ყრილობა და საზოგადოებას ყველა მნიშნველოვან გადაწყვეტილებას აცნობებენ.

ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა – გამოსამშვიდობებელი წერილი სრულად

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი