ჩემს პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული - კალაძე ივანიშვილზე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერი, კახა კალაძე, პოლიტიკიდან და "ოცნებიდან" წასულ ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის და ამბობს, რომ ოლიგარქმა დიდი წვლილი შეიტანა მის პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში. 

"ბედნიერი ვარ, რომ როცა პოლიტიკაში ჩემი კარიერის დაწყება გადავწყვიტე, ამ გზის გავლა ივანიშვილთან ერთად მომიწია და მომეცა საშუალება არა მარტო რეჟიმის დემონტაჟში მიმეღო მონაწილეობა, არამედ თვისობრივად ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაშიც.

დიდი მადლობა მას, ვინაიდან ჩემს პოლიტიკოსად ჩამოყალიბებაში დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული.

ბიძინა ივანიშვილის როლი შეუფასებელია და ვფიქრობ ის ნდობა და მადლიერება, რასაც ჩვენი მოქალაქეები წლებია "ქართული ოცნების" მხარდაჭერით გამოხატავენ, არის საუკეთესო შეფასება.

ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ძალაუფლება, ის იყო და რჩება თავისი ქვეყნის რიგით მოქალაქედ და დიდ ქველმოქმედად.

და ბოლოს, დიდი მადლობა, მისი გუნდის სახელით, გამოცხადებული ნდობისთვის , ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მიზნების დასახვისთვის და ამ მიზნისკენ სავალი დემოკრატიული გზებისა და საშუალებების ჩამოყალიბებისთვის", - წერს ის.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა "ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას დატოვა და პოლიტიკიდან ისევ წავიდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი