მოზაიკასავით დაიშლებიან, ერთმანეთი არ უყვართ – გოგიჩაიშვილი ბიძინას გარეშე დარჩენილ "ოცნებაზე"

გამოქვეყნდა:

"ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის" წევრის ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ "ოცნების" პარტია დაიშლება, ასევე ივანიშვილის წასვლა ქვეყანაში არსებულ კორუფციულ მდგომარეობას არ ცვლის. 

"ქვეყანაში არის კორუფცია, ინსტიტუციები არის ჩამოშლილი, ყველა არის პასუხისმგებელი და მასთან ანგარიშვალდებული, ძალაუფლების ცენტრი არ არსებობს, არის ის. ძალაუფლების ცენტრი სად არის მაშინ, თუ ის წავიდა, ისე ეს მოზაიკა დალაგებული, ეს ადამიანები ერთმანეთს მეორე დღეს... დაიშლება უმრავლესობა. გამორიცხულია ამათ ერთმანეთი არ უყვართ, ეს გუნდი არ არის, ეს არის ანგარებით შეკრული, ზოგზე პროკურატურაში საქმეები დევს, ზოგზე საქმეა აღძრული და შემოდებულია თაროზე, გამორიცხულია ამ სისტემამ იარსებოს მის გარეშე. წავიდა, წაიყვანა თან უჩა მამაცაშვილი? ჩინჩალაძე წაიყვანა? გახარიამ საკუთარი მთავრობის ფორმირება დაიწყო? ისევ ის სისტემაა, ისევ რეალობაშია, მას უნდა რომ აღარ შეაწუხონ, რომ დაივიწყოთ ამ ადამიანის სახელი და გვარი, მას ეს კომფორტი არ ექნება" , – ამბობს პარტია "ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან გოგიჩაიშვილი

ივანიშვილი ოცნებას უყურებს როგორც გაწურულ ლიმონს, პარტია დასრულდა – ეკა ბესელია.

ივანიშვილმა პოლიტიკა დატოვა – გამოსამშვიდობებელი წერილი სრულად 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი