აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) თავმჯდომარედ უილიამ ბარნსის ასახელებს - რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩსა და "კადიროვის მოხსენების" საიდუმლო ნაწილის ავტორს. ცნობებს CNN ავრცელებს.
აქვე გეტყვით, რომ CIA ფედერალური მთავრობის სააგენტოა, რომელსაც, უსაფრთხოების მიზნით, ევალება ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ადამიანებსა და ორგანიზაციებზე.
უილიამ ბარნსი ამერიკელი ვეტერანი დიპლომატია, რომელიც რეიგანის პერიოდიდან დაწყებული სხადასხვა თანამდებობას იკავებდა.
CIA-ს მმართველის პოსტზე ჯო ბაიდენი მას ერთ კვირაში წარადგენს:
"ამერიკელ ხალხს შეეძლება უშფოთველად ძილი, რადგან ის ჩვენი მომავალი CIA თავმჯდომარე იქნება. ბარნსი სანიმუშო დიპლომატია, მისი გამოცდილება კი ათეულობით წლისაა", - ამბობს ბაიდენი.
ბარნსი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებდა ობამას ადმინისტრაციაში. ამჟამად ის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის, "კარნეგის", პრეზიდენტია. 1998-2001 წლებში იყო აშშ-ის ელჩი იორდანიაში, 2005-2008 წლებში კი - რუსეთში.
გარდა ამისა, ის ჩართულ იყო ახლო აღმოსავლეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ობამას დროს კი მუშაობდა ირანის ბირთვულ მოლარაკებებზე.
ბარნსმა დიპლომატიური სამსახური 2014 წელს, 33-წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა.
2017 წელს მან რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის მიერ სხვა ქვეყნის პოლიტიკაში აგრესიული ჩარევების შესახებ ნარკვევი გამოაქვეყნა. ბარნსი სტატიაში "როგორ ვასულელებინებთ თავს რუსეთს" წერს, რომ ის რუსეთში რამდენიმე წელი ცხოვრობდა. ნაშრომში დიპლომატი რუსეთისგან მომდინარე საშიშროებებზე, მათ შორის, ბირთვულ საფრთხეებზე გვიყვება.
2006 წელს ულიამ ბარნსი ჩეჩენთში ქორწილს დაესწრო, რომლის მასპინძელი ჩეჩნეთის პრეზიდენტი, რამზან კადიროვი, იყო. ბარნსმა თავის ჩანაწერებში დეტალურად აღწერა კადიროვის ქცევა.
"კადიროვი ტლანქად ცეკვავდა, ჯინსის შარვლის უკანა ჯიბეში მოოქროვილი ავტომატი ედო, უძრავი ქონების დემონსტრირების და ლეზგინკას ცეკვის შემდეგ, რამზანი და მისი არმია ჩეჩნეთს დაუბრუნდნენ. ვიკითხეთ, რატომ არ დარჩა რამზანი მახაჩკალში და პასუხად მივიღეთ, რომ რამზანი ღამეს არასდროს არსად ატარებს", – წერს ბარნსი.
დიპლომატიურ ნარკვევებში ბარნსი იმასაც წერს, რომ ჩეჩნეთში პოლიტიკური ვითარება დესტაბილიზაციისკენ იყო მიმართული.
სანამ უილიამ ბარნსის 2005 წელს რუსეთში აშშ–ის ელჩად მიავლენდნენ, ის იყო კონდოლიზა რაისის, ჰილარი კლინტონის, კოლინ პაუერის მრჩეველი. ცნობისთვის, მას განათლება ფილადელფიისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში აქვს მიღებული.