
"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ველიდან წასვლა პირადი საფრთხეის განცდამ და რისკებმა გადააწყვეტინა.
"დღის სტუმარში" საუბრისას ბოკერია ამბობს, რომ ივანიშვილს 90-იანი წლების ოლიგარქებისთვის დამახასიათებელი "ყნოსვა" კარნახობს, რომ წინ შესაძლოა დიდი შარი ელოდეს.
ბოკერიას თქმით, ივანიშვილი თვლის, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით ის პასუხისმგებლობას აირიდებს თავიდან, თუმცა როგორც ბოკერია ამბობს, ოლიგარქი ცდება და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ვადამდელი არჩევნების დანიშვნას იქნებოდა:
ყნოსვა, რომ წინ დიდი შარი აქ მას და დიდი საფრთხე, ქვეყანა ხომ უზარმაზარ შარში გახვია, მაგრამ ხო ხედავს რომ მძიმე ვითარებაა, ბევრი ფაქტორია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ და ამ ყნოსვაზე დაყრდნობით თვლის, რომ პირად რისკებს იმცირებს და გარიდების და საბოლოო გაქცევის შემთხვევაში, თუ ეს მოუწია, დღევანდელი ნაბიჯი დაეხმარება, რომ პასუხისმგებლობა აიცილოს თავიდან. ის ცდება. ერთადერთი შანსი პირადი რისკების შემცირების აქვს, რაც დროზე გონს მოვა და დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს. ეს არის მცდელობა, აიცილოს პასუხისმგებლობა შესაძლო სარისკო სცენარების პირობებში მისთვის პირადად, ქვეყანა არ არის მისთვის პრიორიტეტი" ამბობს გიგა ბოკერია
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან და პარტიის თავმჯდომარეობიდან დღეს კიდევ ერთელ და უკვე მეორედ წავიდა და საზოგადოებას ვრცელი წერილით დაემშვიდობა.