
"გირჩი-მეტი თავისუფლებას" თავმჯდომარე ზურაბ ფაჯარიძე ბიძინა ივანიშივლის პოლიტიკიდან მეორედ წასვლას ეხმაურება. ჯაფარიძე Facebook-ზე წერს, რომ ადამიანი, რომელიც "გასაქცევად ემზადება", ქონებას ოფშორულ კომპანიებზე აფორმებს, ივანიშვილმა კი პირიქით, ოფშორებიდან ქართუზე გადმოიტანა. ჯაფარიძე ოპოზიციონერების მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს აკრიტიკებს:
"თუ მართლა გჯერა რომ რეალურად გაიწია პოლიტიკიდან, მაშინ შეიძლება ისაუბრო უპასუხისმგებლო ქცევაზე (რამდენად თანმიმდევრულია ეს პოზიცია როცა წლებია ივანიშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორებისთვის იბრძვი, სხვა საკითხია)
მაგრამ, თან ამბობდე არსად წასულა, ტყუილიაო და თან აცხადებდე პასუხისმგებლობას გაურბის არსებული გამოწვევების ფონზეო - აბსურდია; ფორმალური თანამდებობა მანდ არაფერს ცვლის
ასევე, გასაქცევად როდესაც ემზადებიან, აქტივებს აფორმებენ ოფშორულ კომპანიებზე; მე რაც ვნახე, პირიქით, ოფშორებიდან გადმოიტანა ფონდ ქართუზე
ეს 'ოღონდ ბიძინაზე/ოცნებაზე მისხმის შესაძლებლობა მქონდეს და რა მნიშვნელობა აქვს რას ვიტყვი' დამოკიდებულება არის ერთ-ერთი იმ ქცევათა შორის, რომლებიც სერიოზულად აზიანებს ოპოზიციას
სხვა, აუარებელ, სამართლიან და დამსახურებულ ს ხმას უკარგავს ფასს და ჭრა", - წერს ჯაფარიძე
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან და პარტიის თავმჯდომარეობიდან დღეს კიდევ ერთხელ და უკვე მეორედ წავიდა და საზოგადოებას ვრცელი წერილით დაემშვიდობა.