ქონება, რომელიც ივანიშვილმა თავისივე "ქართუს" გადაუფორმა - მორიგი "ტრიუკი"

გამოქვეყნდა:
  • 1. თბილისის რეზიდენცია
  • 2. პანორამა თბილისის თაბორის მთის პროექტი
  • 3. პანორამა თბილისის ობიექტი
  • 4. ცეკავშირის შენობა
  • 5. სასტუმრო პარაგრაფი მწვანე კონცხზე 
  • 6. ლაგუნა ვერე
  • 7. ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკა
  • 8. სამშენებლო კომპანიები : შპს "ბურჯი“ და ,,ელიტა ბურჯი“
  • 9. დაბა ბაკურიანი ,,დიდველი“ 
  • 10. ჯიდიესის შენობა თბილისის ბოტანიკურ ბაღში 
  • 11. საცხოვრებელი სახლი ჭორვილაში
  • 12. სასტუმრო პარაგრაფი აბასთუმანში და სხვა მიწის ნაკვეთები

ეს იმ ქონების ჩამონათვალია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა, მაგრამ ახლა ფორმალურად მისი მფლობელი საქველმოქმედო ფონდი "ქართუა". გამოდის, რომ ოლიგარქმა საახალწლოდ ქველმოქმედება საკუთარ თავს გაუკეთა.

ოლიგარქმა ძვირადღირებული ქონების  "ქართუზე" გადაფორმება 28 დეკემბრიდან დაიწყო. 

​რა მიზანს ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ქმედება ქონება ერთი ჯიბიდან მეორე ჯიბეში გადაიტანოს, მითუმეტეს როდესაც ფონდი ქართუს აღმასრულებელი დირექტორი ოლიგარქის დისშვილი, კახა კობიაშვილია?

ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ეს შესაძლოა ფინანსური მოგებით იყოთ განპირობებული. როგორც ცნობილია საქველმოქმედო ფონდები ქონების გადასახდის დროს შეღავათებით სარგებლობენ და ხშირ შემთხვევაში მოგება არ იბეგრება, ამიტომ ოლიგარქმა გლობალური კრიზისის ფონზე შემოსავლის ახალი წყარო იპოვა. 

საეჭვო ტრანზაქციები 28 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე 

2020 წლის 22 დეკემბერს შპს ,,ლიზინგი XXI"-მ , რომლის მესაკუთრე ბიძინა ივანიშვილია კაპიტალი გადასცა შპს ,,კოსტავა 69"-ს , რომელიც  5 დღის ადრე თვითონვე დააფუძნა. 

30 დეკემბერს შპს ,,კოსტავა 69"-ს 100% წილი გადაეცა ოფშორულ კომპანიას ,,ფინსეკ ლიმიტედი", რომლის  მესაკუთრე ასევე ბიძინა ივანიშვილია

31 დეკემბერს ოფშორულმა კომპანიამ ,,ფინსეკ ლიმიტედ"-მა შპს ,,კოსტავა 69"-ს 100% წილი ფონდ ქართუს უსასყიდლოდ გადასცა.

ყველა ბიზნესი, მოძრავი თუ უძრავი ქონება ოლიგარქმა ახლა ერთ სივრცეში მოაქცია, ორგანიზაციაში, სადაც მისი ნდობით აღჭურვილი პირები ჰყავს დასაქმებული და შესაბამისად ყველაფრის ერთი ვერტიკალით მართვა გაუადვილდება.

მაინც რისთვის ემზადება ივანიშვილი? ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ ვერსიაზეც, რომ ეს შესაძლოა არა მხოლოდ ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას, არამედ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სანქციების შიშს უკავშირდებოდეს.

ივანიშვილის მოჩვენებითი ქველმოქმედება დროში ამერიკაში ხელისუფლების ცვლილებებს ემთხვევა. მით უფრო, რომ ჯო ბაიდენის თანაგუნდელები ქართულ ოცნებას უკვე გუშინ, ღიად აფრთხილებდნენ რომ არჩევნები ქვეყანაში უნდა ჩატარდეს სამართლიანად.

​მრავალმილიონიანი ქონების გასხვისებით საქართველოში ყველაზე მდიდარი კაცი ახლა ფორმალურად საკუთარი სახლის გარეშე დარჩა, რადგან ყველა საცხოვრებელი 31 დეკემბერს ასევე საკუთარ  საქველმოქმედო ფონდს შესწირა. 

ერთადერთი, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაიტოვა, ვერტმფრენის ასაფრენი მოედანია, რომელსაც ყველაზე აუცილებელ დროს გამოიყენებს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი