ყველას და ყველაფერს მოუგვარა, გარდა ჟურნალისტიკისა - ჟურნალისტები ივანიშვილის წერილზე

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანშვილის პოლიტიკიდან მეორედ წასვლის შემდეგ, რომ ისევ გაგრძელდება ოპოზიციურ მედიებზე რეპრესიები ამაში დარწმუნებულები არიან მედია ორგანიზაციების მფლობელები და ჟურნალისტები.

ისინი ოლოგარქის წერილის იმ ნაწილს, ეხმაურებიან სადაც ივანიშვილი მედიაზე წერს;

"ხელისუფლება მედია პლატფორმაზე გადის ფილმები, რომელსაც ავტორსაც კი ვერ აწერენ ისე ეუხერხულებათ და ორი თვე ერთერთ ტელე არხს კუთხეში "გარეჯი საქართველოა" ეწერა. ამ ფონზე, რომ ამბობ, პროპაგანდა დავამთავრე არის ცუდი. ჩანს, რომ მან ყველას და ყველაფერს მოუგვარა, გარდა ჟურნალისტიკისა",  - ამბობს ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი 

წერილის ეს ნაწილი კარგად აჩვენებს, რომ განსაკუთრებულად უკმაყოფილოა ბატონი ივანიშვილი ქართულ მედიაში არსებული ვითარებით. მას როგორად წარმოუდგენია იდეალური ტელევიზიები, იდეალური მედია და ზოგადად იდეალური მედია გარემო ამაზე მკითხაობა ჩვენ და ქართველ ტელემაყურებელს არ სჭირდება",  - თქვა"ფორმულას" გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი თარგამაძემ.  

"იმდენად ღიად მიმდინარეობდა რუსთავი2-ის დათრევის პროცესი, რომ არ ვიცი, აქ კიდევ რა არის დარჩენილი და რაზე უნდა გაეცეს კითხვები. ცხადია ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილმა, ვერ მიაღწია საბოლოო ჯამში", - ამბობს მიშა მშვილდაძე 

"ის, რომ ივანიშვილს მედია არ მოსწონს ეს არის ძალიან კარგი, ესე იგი ჩვენ ყველანი ძალიან კარგად ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას და ძალიან სწორი მიმართულებით ვმუშაობთ, რა თქმა უდნა აქ საუბარია იმ მედიაზე, რომელსაც ვერ აკონტროლებს", - ამბობს ჟურნალისტი ეკა მიშველაძე 

"ახალია რაფერი გაგვიგია, აღიარა, რომ თავს იკლავდა, როგორმე რუსთავი2-ის ხელში ჩასაგდებად. ნაწილობრივ გამოუვიდა, თუმცა, იმ მიზანს ვერ მიაღწია თვითონვე ამბობს, რომ ვერ გააჩუმა ის ადამიანები, ვინც რუთავი 2-ის კონტენტს ქმნიან", - თქვა "კავკასიის" გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა 

ბიძინა ივანიშვილს არც არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა დავიწყებია. მესამე სექტორის შეფასებით კი მათ ახალი არაფერი მოუსმენიათ, რადგან ივანიშვილის ხელისუფლების მუდმივი სამიზნეები არიან და ხელისუფლება მუდმივად მათი დისკრედიტაციით იყო დაკავებული.

ივანიშვილის გამოსამშვიდობებელ წერილში მედიის მისამართით გაკეთებული განცხადებაში, ოლიგაქრს არ დაუმალავს, რომ წლების განმავლობაში ებრძოდა დამოუკიდებელ მედიას და ცდილობდა კრიტიკული აზრის ჩახრშობას- წლები დასჭირდა მიტაცებულ არხებზე სამართლიანობის აღდგენას, თუმცა სიცრუის მანქანა დღესაც მუშაობს- წერს ის 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი