აშშ-მ უკრაინულ ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა - სანქცირებულია ყოფილი პროკურორი კონსტანტინ კულიკიც

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 7 პირსა და 4 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა - მათი საქმიანობა უკავშირდება რუსეთის აგენტ ანდრეი დერკაჩს​, რომელიც ცდილობდა 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას გაყალბებული ჩანაწერების გასაჯაროებით 

სანქცირებულთა შორისაა ყოფილი პროკურორი კონსტანტინ კულიკი, რომელიც თანამდებობიდან 2019 წელს მოხსნეს. 

"აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა პრო-ტრამპისტ უკრაინულ საიდუმლო სააგენტოებს, რომლებიც ეხმარებოდნებ გილიანის - კონსტანტინ კულიკს, ალექსანდ ონიშენკოსა და ალექსანდ დუბინსკის. ასევე სანქცირებულია დერკაჩის NABU Leaks, ანტონ სიმონენკო და სხვები", - ვკითხულობთ Buzfeed new-სის კორესპონდენტ ქრისტოფერ მილერის პოსტში.

ხაზინის დეპარტამენტის განცადებით, სანქცირებულ პირებს კავშირი აქვთ სექტემბერში უკვე სანქცირებულ პრორუს უკრაინელ პარლამენტარ ანდრიი დერკაჩთან, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის ადვოკატის, რუდი ჯულიანის ყოფილი მოკავშირეა. ამერიკული მხარე მას, რუსულ სპეცსამსახურებთან ერთად, არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

დერკაჩთან ასოცირების გამო სანქციები დაუწესეს უკრაინის მთავრობის ყოფილ წევრებს კონსტანტინ კილუკს, ალექსანდრ ონიშჩენკოს, ანდრეი ტელიჟენკოს და უკრაინის პარლამენტის ახლანდელ წევრს, ალექსანდრ დუბინსკის.

სანქციები შეეხო რამდენიმე უკრაინულ მედიასაშუალებასაც, რომლებიც დერკაჩისა და სხვა პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ მცდარ ნარატივს ავრცელებდნენ.

შტატების გადაწყვეტილებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოეხმაურა: კულიკი პოროშენკოს მითითებით ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აყალბებდა. სანქცირებულია აშშ-ს მიერ. ვერ ვიტყვი, რომ არ მიხარია - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი