ერთი სული მქონდა, როდის დასრულდებოდა ეს ეტაპი - ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან სამუდამოდ წავიდა

გამოქვეყნდა:

პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ბიძინა ივანიშვილი ამჯერად entrepreneur - თან ინტერვიუში საუბრობს და ამბობს, რომ პოლიტიკას "სამუდამოდ ჩამოშორდა". მისივე თქმით, ის თავს ტიპიურ პოლიტიოსად არასდროს განიხილავდა და ერთი სული ჰქონდა, როდის დასრულდებოდა ეს ეტაპი 

პოლიტიკაში ჩემს მონაწილეობას ჰქონდა კონკრეტული მიზნები და ამოცანები, რომელთა შესახებ ჩემს განცხადებაში ვრცლად უკვე ვისაუბრე და რომელთა შესრულების შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, სამუდამოდ ჩამოვშორდე პოლიტიკას. მე არასდროს განვიხილავდი საკუთარ თავს, ასე ვთქვათ, ტიპიურ პოლიტიკოსად, კლასიკური გაგებით. ყველაფერი, რაც თან სდევს პოლიტიკას, განსაკუთრებით, წარმატებულს – ძალაუფლება, პრივილეგიები, საჯაროობა და ასე შემდეგ, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მხოლოდ დისკომფორტს მიქმნიდა და გულახდილად გეტყვით, ერთი სული მქონდა, როდის დასრულდებოდა ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრებაში ეს ეტაპი.

იმავდროულად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არანაირად არ მსურს, დავაკნინო პოლიტიკოსის პროფესია. მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული, საპასუხისმგებლო და საპატიო საქმიანობის სფეროა - ამბობს ივანიშვილი.

entrepreneur.com  ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც გამოცემის ცნობით, 9 იანვარს არის ჩაწერილი და რესპონდენტის თხოვნით მხოლოდ ახლა გასაჯაროვდა.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი