4 ოპოზიციონერის შესვლა ვერ მოაგვარებს ერთპარტიულობის პრობლემას - დემოკრატიის ინდექსი

გამოქვეყნდა:

მეათე მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ იურისტები, რომლებიც უკვე წლებია საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას აკვირდებიან. დემოკრატიის განვითარების ინდექსში აცხადებენ, რომ "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატების პარლამენტში შესვლა ერთპარტიულობის პრობლემას მაინც ვერ აგვარებს. ოპოზიცია მხოლოდ ოთხი დეპუტატის შემადგენლობით ფრაქციას ვერ შექმნის, რაც ნიშნავს იმას, რომ პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებების გამოყენებას ვერ შეძლებენ.

"ეს დეპუტატები ვერ შექმნიან ფრაქციას და ფრაქციის გარეშე ოპოზიციის დეპუტატებს არ ექნებათ საშუალება გამოიყენონ მთელი რიგი ინსტრუმენტები, რაც რეგლამენტით ფრაქციას აქვს მინიჭებული. განსაკუთრებით მთავრობაზე კონტროლის განხორციელების კუთიხით", - ამბობს ეკა ციმაკურიძე "დემოკრატიის ინდექსი-საქართველოს" ხელმძღვანელი.

საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის დეპუტატები ვერ განახორციელებენ ისეთ კონსტიტუციურ პროცედურებს როგორიცაა, კონსტიტუციის გადასინჯვის და პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი, ასევე, ვერ მოხდება მინისტრების ინტერპელაციით ან კომიტეტის სხდომებზე დაბარებაც, საგამოძიებო კომისიის შექმნა თუ სხვა. 

შეგახსენებთ, რომ პრმაენტში "პატრიოტთა ალაინსის" სიიდან 4 დეპუტატი შევიდა, მათ რამდენიმე დღის წინ ახალი პარტია "ევროპელი სოციალისტები" დააფუძნეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი