
ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის მეორედ წასვლის არ სჯერა. გამოსამშვიდობებელი წერილისა და დაპირების მიუხედავად, რომ მიდის პოლიტიკიდან, ოლიგარქის კულუარებში გადასვლა ოპოზიციისთვის მაინც ფორმალურია.
ოცნების ოპონენტებისთვის პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობის მოხსნა, არაფორმალურ მმართველობაზე უარს არ ნიშნავს.
მილიარდელის გადაწყვეტილება მხოლოდ პარტიის თავმჯდომარეს ცვლის.
16 იანვარს, ოცნების ყრილობაზე, თავმჯდომარეობას ივანიშვილის ფავორიტი სპიკერი და პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჩაიბარებს.
დამტკიცდება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობაც, რომელიც 15-ის ნაცვლად უკვე 21 წევრს გააერთიანებს. სავარაუდოდ, პოლიტსაბჭოში ლაშა ნაცვლიშვლი და ვასილ მაღლაფერიძეც იქნებიან, ხოლო ძველი სახეებიდან, პოლიტსაბჭოს სხდომებს გიორგი ვოლსკი ვერ დაესწრება.