ივანიშვილის მეორედ წასვლა და ხუხაშვილის მეორედ მოსვლა - პოლიტოლოგი "ლელოსთვის" ემზადება

გამოქვეყნდა:

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, შესაძლოა, "ლელოში" ვიხილოთ. მამუკა ხაზარაძის დაარსებულ პოლიტიკურ ორგანიზაციაში ამ ინფორმაციას, ჯერჯერობით, არც ადასტურებენ და არც უარყოფენ, თუმცა, ამბობენ, რომ "ლელოსთვის" ხუხაშვილის შემატება დიდი შენაძენი იქნება.

თავად გია ხუხაშვილი კი ჯერ მკაფიოდ არ ამბობს, სად შეიძლება აღმოჩნდეს, ამავე დროს, არ გამორიცხავს, რომ ან არსებულ პლატფორმას შეუერთდეს ან ახალი შექმნას, თუმცა, ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკაში მისი მოსვლა, ყველა ვარიანტში, ერთჯერადი პროექტი იქნება. 

"მე თუ პოლიტიკურ პროექტში მივიღებ მონაწილეობას, ეს ისევ ერთჯერადი მონაწილეობა იქნება, არ არის პოლიტიკა ახლა ჩემი საქმე იმდენად, რომ გრძელვადიან პროექტზე ვიფიქრო და არც იმ ასაკში ვარ, მაგრამ როგორც ერჯერად პროექტში, მონაწილეობას ვაპირებ, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი აღსდგეს, იმიტომ რომ ამ მიმართულებით კობახიძე შეუქმნის საფრთხეს ყველაფერს. რა ფორმით მოხდება ეს, ვინმესთან თანამშრომლობით, ახალი პლატფორმა შეიქმნება თუ როგორ, ამას მომავალი გვიჩვენებს, - ამბობს გია ხუხაშვილი. 

პარალელურად, ოლიგაქრის ყოფილი პარტინიორები არ გამორიცხავენ, რომ პოლიტიკური პენსიის ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილი, კულისებიდან ახალი ოპოზიციური პარტიის შექმნას დააფინანსებს.

შეგახსენებთ, ოლიგარქმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა გამოსამშვიდობებელი წერილით დაანონსა პოლიტიკიდან მეორედ წასვლა, რაც ოპოზიციის უმეტეს ნაწილს არ სჯერა. ისინი მიიჩნევენ, რომ მილიარდელის გადაწყვეტილება მხოლოდ პარტიის თავმჯდომარეს ცვლის.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი