ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი პირდაპირ ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, რომელიც მოკავშირეებთან შეთანხმებული იყო, დასავლეთსა და საქართველოს შორის ნდობას ზიანს აყენებს. ევროკაშრის ელჩი დღეს მმართველი პარტიის ოფისში იმყოფებოდა.
პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა საქართველოს მეგობარი და ამერიკის მხარდამჭერი აქტის ერთ ერთი ავტორის, ადამ კიზინგერისთვისაც.
კონგრესმენემა, რომელიც 2 კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობა მიიღო, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამ პროცესით ვლადიმერ პუტინი იხეირებს და ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებდა.
"შოკირებული ვარ საქართვლოს პარლამენტის მიერ შეპირებული რეფორმის - პროპორციულ საარჩვენო სისტემაზე გადასვლის - კენჭისრაზე ჩაგდებით. ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს საუკეთესოს, იმაზე მეტს ვიდრე დღეს ქართულმა პარლამენტმა ამომრჩეველს დაანახა. როგორც საქართველოს კავკასიური სახლის თანათავმჯდომარე - მოვუწოდებს ოფიციალურ პირებს, დაუყონებლივ განაახლონ მოლაპარაკებები და ბოლომდე მიიყვანონ ეს უმიშვნელოვანესი რეფორმა. ამ საკონსტუციო ცვლილების ჩაგდება იქნება უდიდესი საჩუქარი ვლადიმერ პუტინისათვის და გაანადგურებს იმ მიღწევებს, რაც საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან და რუსეთისგან, როგორც აგრესიული მეზობელისაგან განცალკევებით მიაღწია" - წერს კიზინგერი.
ევრონესტის პრეზიდენტი ანდრიუს კუბილიუსი კი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს გამონახოს კომპრომისი და დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად მიიღოს.
"იმედგაცრუებული ვარ. მმართველმა პარტიამ პარლამენტში ვერ მოახერხა ამ უმნიშვნელოვანესი რეფორმის ირგვლივ გაერთიანება. ქართველმა ერმა შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციული სისტემაზე გადასვლა მოითხოვა, ხოლო პარლამენტმა თავის ამომრჩევლებს არ მოუსმინა. ვიმედოვნებ რომ ეს კენჭისყრა არ იქნება უკანასკნელი და პარლამენტში შეძლებენ კომპრომისის მიღწევას რათა დაუბრუნდნენ ამ საკანონმდებლო ცვლილების განხილვას. ამავდროულად, პოლიტიკურ უმრავლესობას და ოპოზიციას დიალოგისაკენ მოვუწოდებ, თავიდან აიცილონ ეს წარუმატებლობა რათა შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპროციული სისტემით - რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ იყო დაპირებული და რომელზეც თითოეული პოლიტიკოსია ვალდებული." განაცხადა კუბილიუსიმ
ოპოზიცია ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმი გაკოტრებულია და დასავლეთის ასეთი მწვავე რეაქცია და შეშფოთება იმითაა გამოწვეული, რომ ოლიგარქი სანდო უკვე აღარავისთვის აღარ არის.
დევიდ კრამერი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში შექმნილ კრიზისზე პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
"ცვლილებები რომლებიც რამდენიმე თვის წინ იქნა შემოთავაზებული, უბრალოდ შექმნილი იყო იმისთვის, რომ მაშინ დემონსტრანტები გაეჩუმებინათ. პასუხისმგებლობა დღევანდელი ჩაშლილი კენჭისყრისთვის ეკისრება "ქართულ ოცნებასა" და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს"
საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ ქართულ ოცნებას კრიზისი ექმნება უცხოურ დელეგაციებშიც. თამარ ჩუგოშვილის, თამარ ხულორდავას, სოფო ქაცარავას, ნინო გოგუაძის დიმიტრი ცქიტიშვილის და გიორგი მოსიძის წასვლის შემდეგ ოცნებას მოსაძებნი ეყოლება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის,ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციების ხელმძღვანელებისა და წევრების კანდიდატურები.
ივანიშვილმა დასავლეთი გააბრაზა და მისი ორმაგი თამაში რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ოლიგარქი დაისჯება - ამბობენ საგარეო უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები.
ყოფილი ელჩი აშშ-ში ბათუ ქუთელია ამბობს, რომ ამერიკასთან ამ ტიპის თამაშების გამო კიდევ უფრო დიდი ოლიგარქები დამარცხებულან.
ოპოზიცია და ექსპერტები ამბობენ, რომ ყველაზე ეფექტური ამ პირობებში ოლიგაქრისთვის სანქციების დაწესება იქნება, რათა ივანიშვილმა პირადი საფრთხე იგრძნოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის რომ პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელი ცვლილებების განხილვა პარლამენტში განაახლოს.