ფრიდონ ინჯია ისეთივე ოპოზიციონერია, როგორც მე ვარ ჩინელი - ხათუნა გოგორიშვილი

გამოქვეყნდა:

"ევროპული საქართველოს" წევრის, ხათუნა გოგორიშვილის თქმით, პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" სიიდან შესული 4 ოპოზიციონერი ისეთივე ოპოზიციაა, როგორიც თვითონ ჩინელი. ამ თემაზე მან გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა და "ქართული ოცნების" ლიდერს, ირაკლი კობახიძეს 1995-99 წლების პარლამენტი გაახსენა, რომლის საგამოძიებო კომისიამაც დაადგინა, რომ ფრიდონ ინჯია კორუმპირებული და დასაჭერია.

"ინჯია ისეთივე ოპოზიციონერია, როგორც მე ვარ ჩინელი და ადამიანს, რომელსაც 30 წლის განმავლობაში ერთადერთი საზრუნავი აქვს, რომ დილას არ დაადგნენ სახლში და არ დაიჭირონ, ის ვერასდროს ოპოზიციონერი ვერ იქნება, რადგან მისი ცხოვრება მხოლოდ ამის შესალებლობას იძლევა და სხვა არაფერს. ინჯიამ და დანარჩენებმა გადაიხადეს ფული, რომ პატრიოტთა ალიანსის სიაში გამსვლელ ადგილას მოხვედრილიყვნენ", - თქვა ხათუნა გოგორიშვილმა. 

მისი თქმით, ამის შემდეგ ზოგი მოხვდა გამსვლელ სიაში, ზოგი ვერა და მათ "პატრიოტებს" მოსთოვეს, რომ პირობა შესრულებულიყო. გოგორიშვილის თქმით, ამით "ქართულმა ოცნებამ" მოიგო ის, რომ საძახებლად ჰყავს 4 ოპოზიციონერი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი