პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი პირველ სატელევიზიო ონტერვიუს საზოგადოებრივ მაუწყებელს აძლევს.
ივანიშვილი ამბობს რომ აღარ აპირებს გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას, წყვეტს საჯაროობას და არ გამორიცხავს, რომ ეს მისი ბოლო ინტერვიუც იყოს - "რაც შემეძლო გავაკეთე და რაღაზე მოვდივარ კაცო, თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს, რაღაც სწორდ ვერ გავაკეთე, თუ სწორად ვერ გავაკეთე უკან რაღატო უნდა გავიქაჩო" - ამბობს ოლიგარქი.
გარდა ამისა, ივანიშვილი სატელევიზიო ინტერვიუშიც იმეორებს ის, რაც გამოსამშვიდობებელ წერილში დაწერა - "ღმერთმა მომასწროს და მოვესწრები რა თქმა უნდა, ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს ქართული ოცნება" - ამბობს ივანიშვილი.
მისივე თქმით, უახლოეს 4-5 წელში "ქართულ ოცნებას" არაფერი მოუვა და "ქარაქუცა პარტიებით" ის ვერ ჩანაცვლდება.