
აშშ-ში ბრუნდება ის ადმინისტრაცია, რომლის პირობებშიც ივანიშვილი მოვიდა საქართველოს ხელისუფლებაში. თუ ვინმე ჰყავს გადაგდებული, ალბათ ეს ხალხი ჰყავს ყველაზე მეტად გადაგდებული ივანიშვილს და ქართულ ოცნებას - ამბობს საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი გია ჯაფარიძე "მთავარი არხის" ეთერში საუბრისას.
ჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება აშშ-ში მიმდინარე ცვლილებების ფონზე გააკეთა და ახლა ის კულუარებიდან დააკვირდება მომავალ პროცესებს, თუმცა ჯაფარიძე გამორიცხავს, რომ ოლიგარქი რეალურად წავიდა.
ალბათ სჭირდება რომ იქ რა მოხდება იმასაც დააკვირდეს იმიტომ რომ გასაღებ პოზიციებზე ინიშნებიან ის ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად იცნობენ საქართველოსა და მის პრობლემებს. ეს არიან ის ადამიანები, რომლებსაც დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმუმ ძალიან არ უყვართ პუტინი და დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე მათგანი არაერთხელაა საქართველოში ნამყოფი, ძალიან კარგად იცნობს ქართულ პოლიტიკურ ელიტას და ბევრ მათგანთან აკავშირებს მეგობრობა" ამბობს ჯაფარიძე "დღის სტუმარში" საუბრისას.
თუმცა ამის მიუხედავად, ჯაფარიძე ამბობს, რომ მოლოდინები უნდ იყოს ზომიერი, რადგან ბაიდენის ადმინისტრაცია მინიმუმ მაისამდე სრულად ვერ დაკომპლექტდება და ვითარებაში გასარკვევადაც დრო დასჭირდება.