ჯოხთაბერიძე, რუხაძე, ჩხარტიშვილი - ივანიშვილის ფარული გეგმა და ახალი მოთამაშეები პოლიტიკაში 

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილმა მომხრეები დაამშვიდა და დააანონსა რომ ოცნებას 5 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნა გარანტირებული აქვს, თუმცა მუშაობს იმაზეც რომ ახალი პარტია შეიქმნას, რომელიც მისივე შექმნილ ოცნებას ჩაანაცვლებს. 

პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის შემდეგ, რომ არაფორმალურმა მმართველმა ახალი გადანაწილება დაიწყო პოლიტიკაშიც და მედია ბაზარზეც, ამას ბიძინა ივანიშვილი თვითონაც არ მალავს. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, პოლიტიკურ ველზე ახალი მოთამაშეები გამოჩნდებიან ბიზნესიდან. მათ შორისაა მაგთიკომის დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძე და ამავე კომპანიის წილის მფლობელი ირაკლი რუხაძე. 

ორივე მათგანი საზოგადოებას გასული წლის ივლისში პარლამენტში ხმაურიანი განხილვებით დაამახსოვრდა, როდესაც ისინი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებდნენ. 

მაგთიკომის დამფუძნებელმა პრესსამსახურის მეშვეობით გვიპასუხა და პოლიტიკაში მისი მოსვლა კატეგორიულად უარყო.

ირაკლი რუხაძემ კი ჩვენი გზავნილი წაიკითხა და უპასუხოდ დატოვა. 

ივანიშვილის კარზე კიდევ ერთი გავლენიანი ბიზნესმენი რომელმაც შესაძლოა პოლიტიკაში გადაინაცვლოს ვანო ჩხარტიშვილია. ბოლო ორი დღეა ვრცელდება ინფორმაცია რომ ოლიგარქის ფავორიტი რუსთავი2-ს ყიდულობს, რასაც ვანო ჩხარტიშვილი არ ადასტურებს.

ოპოზიცია დარწმუნებულია რომ კულისებში მორიგჯერ გადანაცვლებულმა ბიძინა ივანიშვილმა ახალი გეგმა აამოქმედა. შექმნას მისი სატელიტი ოპოზიციური პარტიები, იმისათვის რომ მიტაცებული ხელისუფლება წლობით შეინარჩუნოს.

ბიძინა ივანიშვილი პოზიციებს იძლიერებს მისივე დაფუძნებულ პარტიაშიც, რომლის თავმჯდომარეობაც გუშინ დატოვა. პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა ზრდის და ძირითადად თავისი კადრებით აკომპლექტებს.

ახალ წევრებს შორის იქნებიან ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და იუსტიციის ყოფილი მინისტრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი. სატელევიზიო სივრციდან პოლიტიკაში აბრუნებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ხელმძღვანელს ვასილ მაღლაფერიძესაც. უფრო ზუსტად როგორ გადანაწილდება პარტია ქართული ოცნების მთავარ პოლიტიკურ ორგანოში ადგილები ეს შაბათის ყრილობაზე გაირკვევა.

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადი რომ ის პოლიტიკიდან წავიდა, გუშინ გაავრცელა. გამოსამშვიდობებელ წერილში მან აღიარა რომ დარდად მიყვება ოპოზიციის ამბავი, რადგან ვერ დაამარცხა და მისთვის სასურველი ოპოზიციური სპექტრი ვერ შექმნა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი