პოლიტიკიდან წასულმა, დაბრუნებულმა და შემდეგ კიდევ წასულმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაბრუნებასთან დაკავშირებით თქვა, რომ სწორედ "ესაა კაცი, სიტყვა არ უნდა გატეხო".
"ესაა კაცი, სიტყვა არ უნდა გატეხო, ერთჯერ რომ იტყვი, უნდა შეასრულო. პირველი წასვლის შემდგომ, სამწუხაროდ, აუცილებელი გახდა და მე დავბრუნდი - ეს კითხვებს ტოვებს, გასაგებია, თუმცა ამ კითხვებზე მე პასუხი გამაჩნია, რომ გუნდი იყო გამოუცდელი და ეკლექტური", - ამბობს ოლიგარქი.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, ამავე ინტერვიუში, მან თქვა, რომ "ოცნების" მხარდამჭერი აღარ იქნება.
შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა "ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას დატოვა და პოლიტიკიდან ისევ წავიდა.