კორონავირუსთან ბრძოლისთვის ბიუჯეტიდან 350 მლნ ლარი გამოიყოფა, ხოლო დამატებით ეკონომიკის მხარდაჭერისთვის მოძიებული იქნება 2 მილიარდი ლარი - გადაწყვეტილება ამის შესახებ მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
საბჭოს მორიგი შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს შედგა და ცნობილი გახდა იმ შეღავათების შესახებაც, რომელსაც ხელისუფლება კომუნალური გადასახადების კუთხით აწესებს.
საბჭოს გადაწყვეტილებით, აბონენტები ვინც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს, 3 თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) სრულად დაუფინანსდებათ გადასახადები. აქ შედის როგორც დასუფთავების, ისე წყლის გადასახადი.
რა თქმა უნდა ჩვენ გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. ჩვენ გვესმის რომ უნდა მოვახდინოთ თითოეული იმ მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და მას შემდგ რაც იდენტიფიცირებას მოვახდენთ, ჩვენ გვქნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის" განაცხადა პრემიერ მინისტრმა საბჭოს სხდომაზე