ინტერპოლმა ბეირუთში, პორტში მომხდარი აფეთქების საქმეზე 3 პირზე ძებნა გამოაცხადა და წითელი ცნობა გასცა. მედიის ინფორმაციით, მათ შორის არიან გემის პატრონი და კაპიტანი. ძებნილებს შორის 2 რუსია ერთი კი პორტუგალიელი.
უფრო კონკრეტულად, ინტერპოლით იძებნებიან:
ლიბანის სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტოს ინფორმაციით, ეს უკანასნკელი პორტი საწყობს, სადაც ასაფეთქებელი მასალა ინახებოდა 2014 წელს ეწვია.
პროკოშევმა, ყოფილმა კაპიტანმა, აფეთქებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, Associated Press-ს განუცხადა, რომ იგი გემს შეუერთდა თურქეთში 2013 წელს, მას შემდეგ, რაც წინა ეკიპაჟი წავიდა გადაუხდელი ხელფასის გამო. ყოფილმა კაპიტანმა თქვა, რომ კვიპროსში მცხოვრებ გრეჩუშკინს 1 მილიონი დოლარი გადაუხადეს საქართველოდან მოზამბიკში საშიში ტვირთის გადასაზიდად.
აფეთქების შემდეგ თითქმის 30 ადამიანი დააკავეს, მატი უმეტესობა ნავსადგურისა და საბაშო სამსახურის წარმომადგენლები არიან. გასულ თვეს, საქმის პროკურორმა ბრალი წაუყენა ლიბანის პრემიერის მოვალეობის შემსრულებას, ჰასან დიაბს და 3 ყოფილ მინისტრს, რომლებსაც ბრალად ის დაუდევრობა ედებათ, რამაც ადამიანების სიკვდილი გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას 200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 6 000-ზე მეტი დაიჭრა და განადგურდა ქალაქის დიდი ნაწილი.