რელიგიური კონფლიქტი სახელმწიფოს წაქეზებით - უფლებამდაცველები და NGO-ები ბუკნარზე

გამოქვეყნდა:

როგორც უფლებამდაცველები და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები განმარტავენ, ხშირ შემთხვევაში რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტს სუს-ი და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურები აქეზებენ.

ამის ერთერთი მაგალითი ბუკნარში მომხდარი დაპირისპირებაა; სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ფიქრობს, რომ კონფლიქტის გამღვივებელი მთავრობის უმოქმედობაცაა. 

"მუსლიმ თემს ნამდვილად აქვს პრობლემები და არაერთ სფეროში აწყდებიან ისინი დისკრიმინაციას. უნდა ვისაუბროთ ამ გამოწვევებზე, თუმცა გვახსოვს 2012, 2016 წლებში ძალიან მწვავე კონფლიქტები, რომელთაც სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია. მთელ რიგ შემთხვევებში გამოძიება შეწყდა. ჩვენ მივადევნებთ თვალს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება იყოს დაცული. მათ აქვთ უფლება, ყოველგვარი ძალადობის გარეშე ისარგებლონ რწმენის თავისუფლებით" - ამბობს ლომჯარია.

თავის მხრივ, "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" წევრი, ტარიელ ნაკაიძე, ფიქრობს, რომ აუცილებელია, ყველა დამნაშავის მოძიება და მათი შესაბამისად დასჯა.

"სამწუხაროა, როცა ქვეყანაში სსრკ-ის გადმონაშთი - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გაქვს, რომლის მთავარი ფუნქცია არის კონტროლი რელიგიური ორგანიზაციებისა, არ აწარმოებს უმცირესობების რეალიზებისთვის ბრძოლის პოლიტიკას. ის უნდა იყოს ხიდი სახელმწიფოსა და რელიგიას შორის", - ამბობს ნაკაიძე.

აქვე გეტყვით, რომ ქრისტიანების სახელით ბოდიში მოუხადა მუსლიმებს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ. 

თამთა მიქელაზე EMC-დან კი კონფლიქტის მიზეზს სახელმწიფო უწყებების, უფრო ზუსტად, სუს-ის არასწორ პოლიტიკაში ხედავს. 

"სუს-ი ვერ ხედავს უფლებრივი და პოლიტიკური პერსექტივიდან რელიგიის საკითხებს. ის უშვებს სერიოზულ შეცდომებს მათ შორის მუსლიმური ორგანიზაციების კონტროლის და მათ შიდა საქმეებში ჩარევის სახით, რამაც ნდობა ძირითადი მუსლიმური ორგანიზაციების მიმართ თემშიც შეამცირა", - ამბობს მიქელაძე.

 ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში დაძაბულობა იყო - არსებული ინფორმაციით, სოფელში დაპირისპირების ორი კერა არსებობდა, სხვადასხვა ადგილას შეკრებილი იყვნენ ქრისტიანები და მუსლიმები. 

ავტორი: დეა მამისეიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი